იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 29-30 ოქტომბერს ატარებს მეექვსე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ,,კულტურათაშორისი დიალოგები“ საკონფერენციო მოხსენებები დაიბეჭდება სრულად

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

  • ისტორიული და ლიტერატურული კვლევები (პარალელები);

  • მითოლოგიური, ფოლკლორული და დიალექტოლოგიური ძიებანი;

  • ენათა შეპირისპირებითი ტიპოლოგია;

  • ენათა ურთიერთგავლენები თანამედროვე მსოფლიოში;

  • ნაციონალური ენები და კულტურა, მათი სპეციფიკა და ურთიერთზეგავლენა;

  • ენათა ლინგვოკულტუროლოგიური და სოციოლინგვისტური ასპექტები;

  • მხატვრული ლიტერატურა კულტურის კონტექსტში;

  • სამეცნიერო მემკვიდრეობათა კულტურათაშორისი მიმართებანი;

  • თარგმანი და კულტურათაშორისი კომუნიკაციები;

  • სახელოვნებო მიმართულებათა კულტურათშორისი ასპექტები;

  • ლექსიკოლოგიური პრობლემები;

  • მასმედია - თანამედროვეობა, თეორია, მეთოდოლოგია და პრაქტიკა;

  • ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი;

  • საბუნებისმეტყველო და სამედიცინო კვლევები;

  • ფილოსოფიური აზროვნების განვითარების ძირითადი ასპექტები;

  • სწავლების თანამედროვე მეთოდები; ენათა სწავლების მეთოდიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები კვლევა-სწავლებაში;

  • აგრო და ბიზნეს ინდუსტრია;

  • პოლიტიკური მეცნიერებები, რეგიონალური მმართველობა და კულტურულ–საგანმანათლებლო ურთიერთმიმართებანი;

  • ეკონომიკა;

  • არქეოლოგია და თანამედროვე მიღწევები/აღმოჩენები

  • კონფერენცია ითვალისწინებს პლენარულ და სექციურ მუშაობას; ასევე კულტურულ პროგრამას

  • კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგი კვლევისა და სწავლების თანამედროვე მეთოდებზე; გაიცემა სერტიფიკატები

  • საკონფერენციო პროგრამა და შრომების კრებული დარიგდება კონფერენციის მსვლელობის დროს

კონფენეციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება 10-15 წუთი მსჯელობა 3-5 წუთი

  • კონფერენციაზე შესაძლებელია დაუსწრებელი მონაწილეობაც

საკონფერენციო განაცხადი (თანდართული ფორმით) და გამოსაქვეყნებელი ნაშრომი (საკონფერენციო მოხსენება) გადმოაგზავნეთ 2021 წლის 5 (ხუთი) აგვისტოს ჩათვლით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:

nunukageldiashvili@gmail.com

manana_garibashvili@yahoo.com

  • საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს მოხსენებებს კონფერენციისათვის.

15 აგვისტომდე მიიღებთ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობისა და საბანკო რეკვიზიტების შესახებ;

  • 15 სექტემბრამდე იხდით სარეგისტრაციო გადასახადს (საბანკო რეკვიზიტები გეცნობებათ მოგვიანებით).

  • კონფერენციის მონაწილემ, საორგანიზაციო კომიტეტის შეტყობინების შემდეგ, უნდა გადაიხადოს საორგანიზაციო თანხა 120 ლარი ; მონაწილე უცხოეთიდან 60 დოლარი - 60$); თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფილირებულმა პერსონალმა 110 ლარი.

  • თანაავტორობის შემთხვევში საორგანიზაციო თანხას იხდის თითოეული ავტორი ცალ-ცალკე. თანხის გადახდა მოხდება საბანკო ანგარიშსწორებით.

  • მგზავრობა და სასტუმრო ხარჯები – კონფერენციის მონაწილეთა ხარჯით

  • პუბლიკაცია, კულტურული პროგრამა და ექსკურსია – კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის ხარჯით

  • კონფერენციის ჩატარების ადგილი - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი, უნივერსიტეტის ქუჩა N 1.

 
მნახველთა რაოდენობა: 1138