იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
II საერთაშორისო კონფერენცია პრაღაში

II საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია - „ევროპული განათლების განვითარების პრობლემები და პერსპექტივები“ - ჩატარდება 2017 წლის 21-24 ნოემბერს, პრაღაში. კონფერენციის ორგანიზატორია პრაღის (ჩეხეთის რესპუბლიკა) კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი.

 

კონფერენციის  თემებია:

  1. ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები განათლებაში;
  2. ევროპული ჰუმანიტარული მეცნიერებები და მათი როლი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესსა და 21-ე საუკუნის საზოგადოებაში;
  3. ფუნდამენტური და გამოყენებითი განათლების განვითარების პრობლემები და უპირატესობები;
  4. სოციალური მეცნიერების როლი თანამედროვე სოციალური და ეკონომიკური პროცესების განვითარებაში.

 

კონფერენციის სამუშაო ენებია: ინგლისური, უკრაინული, ჩეხური, რუსული.

 

კონფერენციაში მონაწილეობის საფასურია 120 ევრო, დასწრებული მონაწილეობის შემთხვევაში, ხოლო 100 ევრო - დაუსწრებლად მონაწილეობისას.

კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, ასევე, გაიარონ სტაჟირების პროგრამა - ,,სასწავლო პროცესის ორგანიზება, სამეცნიერო პროექტები და საგამომცემლო აქტივობები ევროკავშირის უნივერსიტეტებში", პრაღის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტში, 2017 წლის 20-30 ნოემბერს.

სტაჟირების პროგრამა (108 საათი) შედგება 3 მოდულისაგან:

  • მოდული 1: ევროკავშირის ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემები და სასწავლო პროცესის ორგანიზება ევროპულ უნივერსიტეტებში;
  • მოდული 2: პუბლიკაციები სამეცნიერო ჟურნალებში: თეორია და პრაქტიკა;
  • მოდული 3: სამეცნიერო პროექტები და საგრანტო აქტივობები საგანმანათლებლო ორგანიზაციებში.

სტაჟირების პროგრამის გავლის საფასური შეადგენს 150 ევროს.

კონფერენციაში/სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო ფორმა, ანოტაცია და პასპორტის პირველი გვერდის დასკანერებული ასლი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@prizk-conference.cz 2017 წლის 20 ოქტომბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილეთ ვებგვერდი

http://www.prizk-conference.cz/en/  ან თანდართული ფაილი.

 
მნახველთა რაოდენობა: 1391