იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები’’

2017 წლის 17-18 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია  ჩატარდება.

კონფერენციის თემაა „კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები.“

 

კონფერენციის თემატიკა:

  • კონკურენციის პოლიტიკა და მისი აღსრულების მექანიზმები;
  • საერთაშორისო ვალდებულებები და თანამშრომლობა კონკურენციის სფეროში;
  • კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები და თანამშრომლობის პროგრამა;
  • კონცენტრაცია და მონოპოლიური ძალაუფლების/დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების პრობლემები;
  • კონკურენციის პოლიტიკა ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში;
  • სახელმწიფო შესყიდვები და კონკურენციის მექანიზმები;
  • სახელმწიფო დახმარება და კონკურენცია;
  • კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება და საგამოძიებო პროცედურების ეფექტიანობა.

 

კონფერენციის ჩატარების ვადები და პირობები:

 

1. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს Word-ში, Sylfaen-ში, შრიფტის ზომა 11, ინტერვალი სტრიქონებს შორის - 1,5, ველების დაშორება მარჯვენა-მარცხენა მხარეს - 2 და 3 სმ. ზედა და ქვედა - 2.5 სმ. თითოეული გვერდი უნდა დაინომროს ქვედა მარჯვენა მხარეს.

2. ტექსტი უნდა იყოს აკრეფილი გადატანების გარეშე, ხოლო ცხრილები გადაყვანილი JPEG-ში.  ტექსტს უნდა ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის სია.

3. ნაშრომის მოცულობა გამოყენებულ ლიტერატურასთან და ანოტაციასთან ერთად არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს.

4. სატიტულო ფურცელზე მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ-ფოსტა).

5. ნაშრომს უნდა ახლდეს ანოტაცია ინგლისურ ენაზე, მოცულობით 120-150 სიტყვა, აკრეფილი შესაბამისად Sylfaen-ში, შრიფტის ზომა 11.

6. ნაშრომის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნეს მისამართზე: info-gca@competition.ge და conference-gca@competition.ge-ზე, 2017 წლის 25 სექტემბრამდე.

7. მოთხოვნების დარღვევით შესრულებული ნაშრომი არ განიხილება.

8. ინფორმაცია კონფერენციის ორგანიზებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ: www.competition.ge.

 
მნახველთა რაოდენობა: 1129
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.