14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
საქართველოს მოქალაქეების პროტესტს შედეგი მოჰყვა – კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია და მას შემდეგ 14 აპრილი გამოცხადდა დედაენის დღედ.
ამ თარიღთან დაკავშირებით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
უნივერსიტეტის რექტორატი, ადმინისტრაცია გილოცავთ დედაენის დღეს!

 
 

    2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.