საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს კვლავაც ეძლევათ შესაძლებლობა დისტანციურად, უფასოდ, ქართულ ენაზე გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ შემუშავებული „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი – „DL101GE“.
კურსი, რომელიც შედგება 13 მოდულისაგან, ქართულ ენაზე ითარგმნა საქპატენტის მიერ და მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების ძირითად თემებს. მასში ასახულია როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მიდგომები.
კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გაიცემა WIPO-სა და საქპატენტის ერთობლივი საერთაშორისო სერტიფიკატი.
გასათვალისწინებელია, რომ კურსზე რეგისტრაცია სრულდება 2025 წლის 9 ნოემბერს.
რეგისტრაცია წარმოებს საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/181/ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ელფოსტა: dl101ge@sakpatenti.org.ge
ტელ.: 599 484 155
საკონტაქტო პირი: ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის მთავარი სპეციალისტი ნინო ნაცვლიშვილი.


