იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ტურიზმის სპეციალობის სტუდენტების საყურადღებოდ!

სასწავლო ვიზიტის შესაძლებლობა საზღვარგარეთ

თუ დაინტერესებული ხართ განვითაროთ და/ან შეიძინოთ ახალი ციფრული, ინტერკულტურული და სამეწარმეო უნარები და კომპეტენციები სამუზეუმო და კულტურული მემკვიდრეობის სექტორში, 2023 წლის ზაფხულში (9–15 ივლისი), ერთი კვირით სასწავლო ვიზიტისთვის, გიწვევთ, ინტენსიურ ვებინარებისა და ონლაინ კურსებზე დასარეგისტრირებლად პროექტ Pact4Skill-ის პროექტის ფარგლებში.   

რა პროგრამას გთავაზობთ ამსტერდამში: 35 შერჩეული სტუდენტი (10 საქართველოდან, 10 კვიპროსიდან, 10 საფრანგეთიდან და 5 საბერძნეთიდან მიიღებს მონაწილეობას 5-დღიან ინტენსიურ ტრენინგში, რომელიც ორგანიზებულია იმისთვის, რომ სტუდენტებმა შეიძინონ სამეწარმეო და სამუზეუმო განათლებისთვის საჭირო უნარები, ცოდნა და კომპეტენციები. ხუთი დღის განმავლობაში სტუდენტები იმუშავებენ ჯგუფებში, რათა შექმნან სხვადასხვა ბიზნეს მოდელები და გაეცნონ მათი დანერგვის პროცესს რეალური პროექტებით.

ყოველ დილით დაგეგმილია  სასწავლო ვიზიტები შერჩეულ მუზეუმებში, შუადღე და საღამო  კი მიძღვნილი იქნება ტრენინგებისთვის, ვორქშოფებისთვის და თანამშრომლობითი სესიებისთვის, რომლებსაც უხელმძღვანელებენ მოწვეული მასწავლებლები კვიპროსიდან, იტალიიდან, საფრანგთიდან, ნიდერლანდებიდან  და საბერძეთიდან.

ხარჯებს დაფარავს პროექტი Pact4Skills. ეს მოიცავს განსახლებას ე.წ. dormitory-ის ტიპის სასტუმროში, ტრანსპორტირებას და კვებას.

განაცხადის შეტანის წესი და თარიღები:

განცხადება შეგიძლიათ წარადგინოთ 31 იანვრამდე თესაუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში ან გამოაგზავნეთ მეილზე: ir.head@tesau.edu.ge .

იმისათვის რომ მოხვდეთ ამსტერდამში წამსვლელი 10 სტუდენტის სიაში, უნდა ფლობდეთ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე,  უნდა დაესწროთ  პროექტის ფარგლებში შემოთავაზებული ვებინარებს და გაიაროთ MOOC-ის კურსები. 

ვებინარების სერია იწყება 6 თებერვლიდან. ვებინარები ჩატარდება ყოველ ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში, სავარუდოდ 17:00 ან 18:00 საათზე. თითო ვებინარი გასტანს 2-დან 3 საათამდე.  ვებინარის პირველი ნახევარი დაეთმობა თეორიას, მეორე ნახევარი კი ჯგუფებში მუშაობას და შედეგების პრეზენტირებას.

ვებინარების დასრულების შემდეგ იქნება შეთავაზებული MOOC-ის 4 კურსი:

  •          The Museum Competence Area
  • Ideas and Opportunities
  • Assets in Museums and Collections
  • The Experience Design

ის, ვინც დაესწრება ვებინარებსაც და გაივლის  პროექტის ფარგლებში შეთავაზებულ ონლაინ კურსებს, შესაძლებლობა ექნება გაიაროს გასაუბრება თესაუ-ს უნივერსიტეტის შესარჩევი კომისიის წინაშე. გასაუბრებაზე შემოწმდება ინგლისური ენის ზეპირი უნარები. გასაუბრების დროს კომისიას  უნდა წარუდგინოთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე და მაქსიმუმ 500 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი ინგლისურად, სადაც ნათლად უნდა იყოს აღწერილი, თუ რატომ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ ამსტერდამის სასწავლო ტურში და რას ელით ამ ტურისგან.

რა არის Pact4Skills: Pact4Skills არის უნიკალური პროგრამა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მიერ. სტუდენტები შემოგვიერთდებიან ტურიზმთან დაკავშირებული სწავლების ყველა საფეხურიდან (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა) რათა განავითარონ ინტერკულტურული და სამეწარმეო უნარები, ელექტრონული უნარები და კომპეტენციები კულტურული მემკვიდრეობის სექტორში.

დეტალური ინფორმაცია  პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ვებ გვერდზე: https://ivetagr.org/pact4skills/.)

 
მნახველთა რაოდენობა: 7083