იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,გახდი გაყიდვების პროფესიონალი“- ფინკა ბანკი-ს საინფორმაციო შეხვედრა თესაუ-ში

ფინკა ბანკი საინტერესო შესაძლებლობას  გთავაზობთ და გიწვევთ  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5 დეკემბერს, 13:00 საათზე, საინფორმაციო შეხვედრაზე.

შეხვედრის დროს შერჩეულ მეოთხე კურსის სტუდენტებს  ბანკი იწვევს  2 დღიან უფასო ტრენინგზე – გახდიგაყიდვებისპროფესიონალი“.

გამოიყენეთ შანსი, რომ დაეუფლოთ გაყიდვების განსხვავებულ, ინოვაციურ ტექნიკებს და შეიძინოთ ახალი ცოდნა.

ვისთვის არის ტრენინგი?

ტრენინგი განკუთვნილია თქვენთვის, თუ

  • გსურთ, რომ გაყიდვებში მოსინჯოთ თქვენი შესაძლებლობები;
  • მზად ხართ ახალი გამოწვევებისთვის;
  • მუდმივად ზრუნავთ განვითარებაზე;
  • პასიურად ლოდინს აქტიურად ძიება გირჩევნიათ;
  • ბანკში მუშაობა მიზნად გაქვთ დასახული.

 რა შედეგს უნდა ელოდოთ ტრენინგიდან?

  • დაეუფლებით ეფექტური გაყიდვების ტექნიკებს;
  • შეიძენთ ახალ უნარებს, რაც გაზრდის თქვენი დასაქმების პერსპექტივას!
  • ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში ფინკა ბანკი შემოგთავაზებთ საკრედიტო ოფიცრის სტაჟირების პროგრამას შემდგომი დასაქმების შესაძლებლობით;
  • მიიღებთ სერტიფიკატს

 

 ტრენინგის წარმატებულად გავლისშემთხვევაში, ფინკა ბანკი გთავაზობთ უმცროსი საკრედიტო ოფიცრის სტაჟირების 3-თვიან პროგრამას შემდგომი დასაქმების შესაძლებლობით. სტაჟირების პროგრამაში ჩართვის შემოთავაზება შესაძლებელია იმ რეგიონებში/ქალაქებში სადაც არის წარმოდეგენილი ფინკა ბანკი საქართველო.

 

როდის და სად ჩატარდება ტრენინგი?

ტრენინგი ჩატარდება 2017 წლის დეკემბერში შემდეგ ქალაქებში: თბილისისენაკი, თელავიქუთაისი და ბათუმი.

მნიშვნელოვანია: ტრენინგზე განაცხადები მიიღება საქარველოს ყველა რეგიონიდან.

 

დაინტერესდით?

გამოაგზავნეთ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელ. მისამართზე – vacancy@finca.ge,  ველში “subject” მიუთითეთ – გაყიდვების პროფესიონალი

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა –  5 დეკემბერი, 2017

გაითვალისწინეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

გახდიგაყიდვებისპროფესიონალიფინკაბანკისუფასოტრენინგკურსის

საშუალებით!

     სააპლიკაციო ფორმა იხილეთ თანდართულ ფაილში

 
მნახველთა რაოდენობა: 6146