უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ოდესის კვების ტექნოლოგიების ეროვნული აკადემია გიწვევთ სტუდენტთა სამეცნიერო შრომების/ნაშრომების საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის მიზანია საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოება და სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობა.
კონკურსის ორგანიზატორი: ოდესის კვების ტექნოლოგიების ეროვნული აკადემია, უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.
კონკურსი ტარდება შემდეგ მიმართულებებში:
- კვების მეცნიერება და ტექნოლოგია (კვების უსაფრთხოება და ხარისხი, კვების ინდუსტრიის ახალი ტექნოლოგიები, კულინარია და ეროვნული სამზარეულო);
- ეკონომიკა და ადმინისტრირება;
- ავტომატიზაცია და რობოსისტემების განვითარება;
- ინფორმაციული ტექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება;
- ენერგიის განახლებადი წყაროები და გარემოს დაცვა;
- გამაგრილებელი მოწყობილობები.
სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილ უნდა იქნას უკრაინულ, რუსულ ან ინგლისურ ენებზე.
დამატებითო ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი