2018 წლის 15-17 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (საქართველო) გიწვევთ მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენციის თემაა ,,მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში (SeLTAME 2018)“.
თეზისების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 დეკემბერი.
კონფრენცია დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ დანართი