იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„საქართველოში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა“-სემინარი თესაუ-ში

   ორშაბათს, 6 ნოემბერს, 12:00 საათზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის სხდომათა დარბაზში, ჩატარდება სემინარი თემაზე- „საქართველოში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა.“ მომხსენებელი, გიორგი ახმეტელი, ისაუბრებს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე, სამედიცინო და სოციალურ მიდგომებს შორის განსხვავებებზე და ასევე,  მსმენელებს  გაუზიარებს  ამერიკის  შეერთებულ  შტატებში, კერძოდ, მაკკეინის  ინსტიტუტში, მიღებულ გამოცდილებას.

    სემინარის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“.  ორგანიზაცია წარმოადგენს შშმ პირთა მოძრაობას , რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ჩართული ადამიანების უმეტესობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

     2010 წლიდან ორგანიზაცია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ამ მიზნის მისაღწევად კი,  აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან, სამთავრობო ორგანიზაციებთამ, უწყებებთან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემის წარმომადგენლებთან.  კერძოდ, ორგანიზაცია ლობირებს ახალი პროგრამების და სერვისების შექმნა–განვითარებას.

    სემინარზე დასწრების სურვილის ან დამატებითი კითხვების გაჩენის  შემთხვევაში, შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ:

 ქეთა ლაბაძე

მობ: 591 71 64 89

ელ-ფოსტა:labadzeketi@gmail.com

 
მნახველთა რაოდენობა: 5631