იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა აცხადებს სოცუალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის საბჭოს წევრების არჩევნებს.
სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის საბჭოს წევრის კანდიდატად რეგისტრაციისათვის აუცილებელია კანდიდატმა სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიაში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სამოქმედო გეგმა;
გ) ცნობა იმ ფაკულტეტის სტუდენტობის შესახებ, რომლის წარმომადგენლობაზეც იყრის კენჭს.
კანდიდატი უნდა იყოს სტუდენტური თვითმმართველობის წევრი.
კანდიადტთა რეგისტრაცია იწარმოებს 14.10.2017-ის 10:00 საათიდან 20.10.2017-ის 17:00 საათამდე, სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიაკითხეთ სტუდენტური თვითმმართველობის ოთახს ( I კორპუსი, I სართული, ოთახი #22).