6 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თესაუ-ს სააქტო დარბაზში, ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა ,,PITA" -ს წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.
ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა ,,PITA" ხორციელედება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამა ,,PITA" ხორციელდება საქართველოს 13 ქალაქში და კახეთში პროგრამის პარტნიორია თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.
პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებას საქართველოში ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდასაჭერად.
ცენტრის ძირითადი მიმართულებებია : გენდერული თანასწორობა, ტოლერანტობა, ადამიანის უფლებების დაცვა, განათლება, ჯანსაღი ცხოვრება და გარემოს დაცვა.
ცენტრს აქვს სტაჟირების პროგრამა რომელიც ცხადდება წელიწადში 2-3 ჯერ, რაც დიდი შანსია ახალგაზრდებისთვის მიიღონ სამუშაო გამოცდილება .
PITA მოიცავს კარიერული წინსვლისთვის მხარდაჭერის აქტივობებს . ტარდება ტრენინგები , სემინარები, დისკუსიები, ვორქშოფები, სამუშაო შეხვედრები, ფილმის ჩვენება-განხილვები;
PITA მოიცავს მიკრო-გრანტების და რეგიონთაშორის გაცვლით პროგრამებს.