2017 წლის 12-13 დეკემბერს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით, გაიმართება ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი.
სიმპოზიუმზე მოწვეულნი არიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომელთა კვლევის სფერო მოიცავს ილია ჭავჭავაძის ეპოქას, ევრაზიისა და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით.
სიმპოზიუმის ვებგვერდი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
სიმპოზიუმზე დარეგისტრირების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ოქტომბერი.
სიმპოზიუმზე დასარეგისტრირებლად მიყევით ბმულს:
https://sites.google.com/site/iliachavchavadze2017ge/registration