აშშ-ის საელჩოს აქვს სურვილი, მოიწვიოს სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები NASA-ს ინჟინერ, ,,ვოიაჟერის" პროექტის მენეჯერ ჯონ კასანისთან შესახვედრად. შეხვედრის შემდგომ, ასევე, მოეწყობა ფილმის ,,უშორესი" ჩვენება. ღონისძიებას დაესწრება ფილმის რეჟისორი, ემერ რეინოლდსი.
ღონისძიება გაიმართება მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ "ამირანში".
სკოლის მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისათვის დასწრება თავისუფალია. (ადგილების რაოდენობა შეზღუდულია).
სხვა დამსწრეებისათვის ბილეთების შეძენა შესაძლებელია შემდეგ საიტებზე: www.biletebi.ge და www.kinoafisha.ge