იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,სამეცნიერო პიკნიკი“

       

     alt

     

         25 სექტემბერს,  14:00 საათზე,  თელავის ,,ნადიკვრის“  პარკში,  გაიმართება ,,სამეცნიერო პიკნიკი“.

        ფესტივალს  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს.

    ,,სამეცნიერო პიკნიკში“, თესაუ-ს გარდა, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები,  შსს-ს პოლიციის აკადემია, ,,ქიმიკოსთა ასოციაცია“, ხელნაწერთა ინსტიტუტი“, ,,ათასწლეულის ფონდი“ და სხვა ორგანიზაციები.

     სხვა საინტერესო ღონისძიებებთან ერთად, ,,ნადიკვრის“  პარკის სცენაზე გაიმართება ,,ევროპული შოუ“.

      ,,სამეცნიერო პიკნიკი“-ს  მიზანია  განათლების,  მეცნიერებისა  და  კულტურის  დაახლოება,   ქართველ და უცხოელ  მკვლევართა  მიღწევების   ფართო  საზოგადოებისათვის   გაცნობა, სამეცნიერო  კვლევებისა  და  ინოვაციების  პოპულარიზაცია და სხვა.

       ღონიძიება განათლებისა  და მეცნიერების   სამინისტროს  ორგანიზებით,   „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი- 2017”-ის ფარგლებში იმართება.

 
მნახველთა რაოდენობა: 5583
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'