იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეფორმების ასოციაციაცის წარმომადგენლები, თვეში ერთხელ, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის ლექციებს წაიკითხავენ.
სალექციო თემას არის შემდეგი:
ევროკავშირის ისტორია-- ლევან მახაშვილი--თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ევროკავშირის ინსტიტუტები-- სერგი კაპანაძე;
გადაწყვეტილების მიღების პროცესი ევროკავშირში--სერგი კაპანაძე;
ევროპული ღირებულებები-- ეკა აკობია--კავკასიის უნივერსიტეტის დეკანი;
ვიზალიბერალიზაცია და ევროპული ინტეგრაციის მოდელები-- ვანო ჩხიკვაძე--ფონდი „ღია საზოგადოება“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი.
სავაჭრო ურთიერთობები საქართველო ევროკავშირს შორის--- კახა გოგოლაშვილი---თბილისისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
პროექტი ევროპათმცოდნეობის გაზრდის მიმართულებით საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
პროექტის მხარდამჭერია ევროკომისია და ერასმუს+.