იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
იწყება სტიპენდიების გაცემა 2017-2018 სასწავლო წლისთვის

რეგიონული განვითარების საზოგადოება - სასტიპენდიო ფონდი აცხადებს საბუთების მიღებას!  

    გორის, ქუთაისის, ახალციხის და წელს უკვე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ექნებათ საშუალება, გახდნენ ჩვენი ფონდის სტიპენდიანტები. 

   ფონდის პრიორიტეტია: რეგიონებში მცხოვრები, სწავლაზე ორიენტირებული სტუდენტები, რომლებმაც  წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები, ჩაირიცხნენ ქუთაისის, ახალციხის, გორის  ან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, მაგრამ ვერ მოიპოვეს სახელმწიფო გრანტი და საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებენ სწავლის დაფინანსებას. 

  

     ჩვენთან განაცხადის შემოსატანად ელექტრონულ ფოსტაზე (rdsscholarshipfund@gmail.com) უნდა გამოაგზავნოთ:

1. პირადობის მოწმობის ასლი;

2. სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობის ასლი;

3. სკოლის ატესტატის ასლი;

4. სკოლის ნიშნების ფურცელი მე-9 კლასიდან, სკოლის დირექტორის ხელმოწერით  (პირველ კურსელებისთვის); 

5. მაღალი კურსის სტუდენტებმა, სემესტრული ნიშნების ფურცელი რექტორის ხელმოწერით;

6. ეროვნული მისაღები გამოცდების ნიშნების ამონაწერი;

7. დამრიგებლის ან სკოლის დირექტორის დახასიათება (პირველ კურსელებისთვის); 

8. დეკანის დახასიათება (მეორე კურსიდან ზევით სტუდენტებისთვის);

9. სამოტივაციო წერილი (აქ უნდა დაასაბუთოთ თქვენი კონკრეტული პრობლემა, რატომ ვერ მიიღეთ დაფინანასება და რატომ გჭირდებათ ფონდის ფინანსური მხარდაჭერა სწავლის საფასურის გადასახდელად. ასევე ნათლად დაგვანახოთ თქვენი სამომავლო გეგმები სწავლის დასრულების შემდეგ და როგორ დაგეხმარებათ უმაღლესი განათლება სოციალური პირობების გამოსწორებაში);

  10. ყველა ის დამატებითი დოკუმენტი, რომელიც თვლით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს და გაამყარებს თქვენს არგუმენტებს, რატომ უნდა მიიღოთ თქვენ ეს სტიპენდია. 

 

   განცხადების შემოტანის ბოლო დღეა 25 სექტემბერი. 

   პირველ ეტაპზე ფონდში შემოსულ დოკუმენტაციას განიხილავენ ფონდის დამფუძნებლები და აარჩევენ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს. 

     მეორე ეტაპზე  ჩატარდება გასაუბრება, კანდიდატთან ადგილზე ჩასვლა და სიტუაციის შესწავლა. ასევე, გავესაუბრებით უნივერსტეტის რექტორატს. ამ ეტაპების შემდეგ გადაწყდება, რომელი აპლიკანტები გახდებიან ჩვენი სტიპენდიანტები. 

   

    სტუდენტი, რომელიც მიიღებს დაფინანსებას, ფოდნის წინაშე ექნება ვალდებულება, ყოველი სემესტრის ბოლოს წარმოადგინოს სწავლის შედეგები (ნიშნები), რომ გაუგრძელდეს დაფინანსება.   

    2015-2017 სასწავლო წლებში ჩვენმა ფონდმა მოახერხა და დონორების დახმარებით, საქართველოს სამი რეგიონის სახელმწიფო უნივერსიტეტის 24 სტუდენტს დაეხმარა სწავლის გაგრძელებაში. წელს 11 სტუდენტმა დაამთავრა უნივერსიტეტი და აქიდან ერთი სტაჟირებას გადის ისთ ფოინთში.

    ამ ორი წლის განმავლობაში ვკერძო პირებთან ერთად ჩვენი ფონდის დონორები არიან: ლიბერთი ბანკი, გალფი, PWC Georgia, ისთ ფოინთი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახალი სტიპენდიანტებისთვის ჩვენი დონორების რიცხვი გაიზრდება. 

ჩვენს გარშემო კარგი ადმიანები ტრიალებენ!

ველით გამოხმაურებას და გისურვებთ წარმატებას. 

საკონტაქტო ინფორმაცია: 

 

 იმეილი: rdsscholarshipfund@gmail.com 

 

   Facebook: Regional Development Society - Scholarship Fund

ტელ: 599070300;    

 
მნახველთა რაოდენობა: 6006
 
 
 
 
    2024 მარტი

    2

    3

    5

    8

    9

    10

    11

    16

    17

    18

    19

    21

    23

    24

    26

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.