იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტ ბაკალავრებს რეგისტრაციისთვის ესაჭიროებათ შემდეგი სახის დოკუმენტები:
1. ატესტატის დედანი;
2. 4 ფოტოსურათი, დისკთან ერთად (ზომით 3x4);
3. სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი ( 50%);
4. სამხედრო მიწერის (აღრიცხვის) მოწმობის ასლი;
5. საგამოცდო ბარათი;
6. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
სტუდენტთა რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის 1 სექტემბრიდან ( I კორპუსი, II სართული, ოთახი #29).
თესაუ-ში სწავლა 2017 წლის 18 სექტემბერს, 10:00 საათზე, დაიწყება.