განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება სამეცნიერო ჟურნალისტიკის სტუდენტური კონკურსი და სამეცნიერო თემაზე შექმნილი ფოტო კონკურსი.
სამეცნიერო ჟურნალისტიკის სტუდენტური კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ ნომინაციაში:
- საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული აუდიო-ვიზუალური მასალა (სიუჟეტი, რეპორტაჟი, კლიპი, ვიდეორგოლი და სხვ.);
- საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული ბლოგი;
- საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული საჟურნალე/საგაზეთო მასალა.
სამეცნიერო თემაზე შექმნილ ფოტო კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში:
- „სამეცნიერო თემაზე შექმნილი ფოტო ნამუშევარი/სერია“;
- „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016-ის ამსახველი ფოტო ნამუშევარი“;
კონკურსების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში და ფესტივალის ვებგვერდზე http://tbilisisciencefestival.ge/