აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ „განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ქვეპროგრამის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები“ ფარგლებში სტიპენდიის მისანიჭებელ კანდიდატთა განცხადების წარდგენის ვადა განსაზღვრა.
სტიპენდიის მინიჭების მიზნით კანდიდატთა მიერ განცხადების წარდგენის ვადა 2017 წლის 4ივლისიდან 2017წლის 31 ივლისის ჩათვლითაა განსაზღვრული.
დიმიტრი (არზაყან)ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016წლის 25 თებერვლის დადგენილებით, განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით წარმოჩენილი, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის დაწესდა.