იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
სტიპენდიები წარჩინებული სტუდენტებისათვის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ  „განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ქვეპროგრამის  დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები“ ფარგლებში სტიპენდიის მისანიჭებელ კანდიდატთა განცხადების წარდგენის ვადა განსაზღვრა.

სტიპენდიის მინიჭების მიზნით კანდიდატთა მიერ განცხადების წარდგენის ვადა 2017 წლის 4ივლისიდან 2017წლის 31 ივლისის ჩათვლითაა განსაზღვრული.

დიმიტრი (არზაყან)ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016წლის  25 თებერვლის დადგენილებით, განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით წარმოჩენილი, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტებისათვის დაწესდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 7178
 
 
 
 

    2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.