IDFI, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP), შვედეთის მთავრობისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, ახორციელებს პროექტს -,,გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესრულების მხარდაჭერა საქართველოში“.
პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტური კოორდინაციისა და მონიტორინგის სისტემის შექმნაში და SDG-ების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. ცნობიერების ამაღლების კამპანია მოიცავს, როგორც მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების გლობალურ პროცესებს, ისე- საქართველოს კონტექსტს და ადგილობრივ დონეზე არსებულ ღონისძიებებს. ამ კომპონენტის ფარგლებში, დაგეგმილია საჯარო დისკუსიების, ლექციების, ტრეინინგების და საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 7 ივნისს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, IDFI-ს თანამშრომლებთან ერთად, პრეზენტაციას მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელიც ჩაატარებს. შეხვედრა გაიმართება თესაუ-ს I კორპუსში, II სართულზე, სხდომათა დარბაზში.