27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, საბერძნეთში, დაგეგმილია რიგით მე-3 საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკი სახელწოდებით- „Imagine Peace Youth Camp”.
მომწვევი მხარე ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, იწვევს 18-დან 25 წლამდე ასაკის ერთ ქართველ სტუდენტს. მონაწილე, სასურველია, სწავლობდეს საერთაშორისო ურთიერთობებს, დიპლომატიას,ან -კონფლიქტებს. სავალდებულოა, ფლობდეს ინგლისურ ენას და გააჩნდეს სპორტის მიმართ გარკვეული ინტერესი. ღონისძიების ორგანიზატორის სურვილია, საზაფხულო ბანაკის ქართველი მონაწილე იყოსოკუპირებული რეგიონებიდან.
ახალგაზრდული ბანაკი არ ფარავს სტუდენტის მონაწილეობისა და ტრანსპორტის ხარჯებს.
იხილეთ თანდართული ფაილი: დანართი