იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ფინკა ბანკი“ აცხადებს საკრედიტო ოფიცრის სტაჟირების პროგრამას უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის

    ,,ფინკა ბანკი“ აცხადებს საკრედიტო ოფიცრის  სტაჟირების პროგრამას, ბანკში დასაქმების პერსპექტივით.  

    იქიდან გამომდინარე, რომ გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით არ არის სავალდებულო, არამედ, - სასურველი და ამასთან,  სტაჟიორს მხოლოდ ანალიტიკური  აზროვნებისა და პრეზენტაციის კარგი უნარ-ჩვევები მოეთხოვება, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლით უნივერსიტეტების სტუდენტებს.  

    არსებული ვაკანსია არის სრულ განაკვეთზე, ამიტომ  აქცენტი კეთდება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებზე.  

  პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორები სწავლობენ საკრედიტო ოფიცრის ფუნქციებს:

§  კლიენტების მოზიდვას/გაყიდვების ტექნიკას;

§  კლიენტებთან ურთიერთობას და ხარისხიან სერვისს;

§  რისკების შეფასებას;

§  პორტფელის მართვას

§  გუნდურ მუშაობას, ა.შ.

   წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან უმცროს საკრედიტო ოფიცრებად ,,ფინკა ბანკში“.

 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ: ფაილში

 
მნახველთა რაოდენობა: 6498