იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

ვისაც სურვილი აქვს, ისწავლოს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, შეგახსენებთ, რომ თვითდაფინანსებული სტუდენტებისათვის ამ უნივერსიტეტში აპლიკაციების გაგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 ივნისი !!!

    ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 2017/2018 აკადემიური წლისათვის განაცხადებს იღებს 52 სხვადასხვა პროგრამაზე შემდეგ დისციპლინებში:
* ბიზნესი
* კოგნიტური მეცნიერება (PhD)
* ეკონომიკა
* გარემოს დაცვა და პოლიტიკა
* გენდერული კვლევები
* ისტორია
* საერთაშორისო ურთიერთობები
* სამარათალი
* გამოყენებითი მათემატიკა 
* შუა საუკუნეების კვლევები
* ნაციონალიზმის კვლევები
* ქსელური მეცნიერება (PhD)
* ფილოსოფია
* პოლიტიკური მეცნიერება
* საჯარო პოლიტიკა
* სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია

დარეგისტრირდით ლინკზე http://bit.ly/2eRh34y
და თუ გსურთ დაფინანსების მოპოვება, უნივერსიტეტში გაგზავნეთ საგანაცხადო ფორმა თანდართულ საბუთებთან და ინგლისური ენის სტანდარტული ტესტების (iBT TOEFL, IELTS, GRE, etc) ქულებთან ერთად არაუგვიანეს 2017 წლის 1 ივნისისა.
ამ დროისათვის აპლიკანტებს უნდა შეეძლოთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი რომელიმე ტესტის ქულის წარმოდგენა
სასწავლო პროგრამებზე და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს ან მოგვმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრში შემდეგ მისამართებზე:
- თბილისი - ჭოველიძის ქუჩა 10, ტელ. 2252615, ელფოსტა: cie@osgf.ge
- ბათუმი - ნინოშვილის ქ. 35; უნივერსიტეტის I სართული, ოთახი # 26; ტელ. 275817
- ახალციხე - რუსთაველის 106; უნივერსიტეტის შენობა; I კორპ.; II სართ;
ტელ.: 221551 
- თელავი - ქართული უნივერსიტეტის ქ. # 1; V სართული; ტელ.: 273139
- ქუთაისი - ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპ. I I სართული; ტელ.: 551710071
უნივერსიტეტის და კონკურსის შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ მოიპოვოთ საერთაშორისო განათლების ცენტრის ვებ გვერდზე: www.cie.ge და სოციალურ ქსელ Facebook-ში: Center for International Education - Tbilisi

 

 
მნახველთა რაოდენობა: 11334
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'