თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სტელენბოშის უნივერსიტეტი ერთობლივ პროექტზე მუშაობას იწყებენ

         იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სტელენბოშის უნივერსიტეტი ერთობლივ, საერთაშორისო პროექტზე მუშაობას იწყებენ. ამის შესახებ  28 აპრილს, თესაუ-ში,  გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

        როგორც სტელენბოშის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ასტრიკ ბუიკამ, პრეზენტაციის დროს განაცხდა, აღნიშნული პროექტი მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.   პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია  აკადემიური პერსონალის და სტუდენტების გაცვლაც.

       პირველ ეტაპზე შემუშავდება ერთობლივი კურიკულუმი, რომელიც შემოდგომზე ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ პროექტების კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

       საინფორმაციო შეხვედრაზე ასტრიკ ბუიკამ სტელენბოშის უნივერსიტეტის ისტორიის,  ფაკულტეტების, სტრატეგიული განვითარების გეგმის და  საერთაშორისო ურთიერთობების  შესახებ ისაუბრა.

     პრეზენტაციას თესაუ-ს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 844
 
 
 
 
    2017 სექტემბერი
    1

    2

    3

    4

    9

    10

    11

    16

    17

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30


    2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.