ცხადდება სტატიების მიღება ახალ სამეცნიერო ჟურნალში- «SEPIKE». გამოცემა დარეგისტრირებულია გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკისა (Deutsche National bibliothek http://d-nb.info/1037753720) SCI 1.15 და კონგრესის ბიბლიოთეკის საიტებზე (Library of Congress http://www.worldcat.org/title/journal-lassociation-1901-sepike/oclc/878956792&referer=brief_results).
სტატიები მიიღება ეკონომიკის, პედაგოგიკისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. ჟურნალი ინდექსირებულია INDEX COPERNICUS-ის მიერ (http://journals.indexcopernicus.com/Journal+LAssociation+1901+SEPIKE,p24780723,3.html).
ჟურნალის სამეცნიერო მიმართულებებია:
- ეკონომიკა „მაკრო და მიკრო ეკონომიკის აქტუალური საკითხები’’;
- განათლება „თანამედროვე პედაგოგიკის აქტუალური საკითხები’’;
- სოციალური მეცნიერებები „სოციალური პროცესები და კომუნიკაციები თანამედროვე სამყაროში“.
სტატიები მიიღება ინგლისურ ან გერმანულ ენაზე. სტატიის გამოქვეყნების საფასურია 30 ევრო.
დედლაინი: 2017 წლის 12 ივნისი.
დეტალური ინფორმაცია სამეცნიერო პუბლიკაციების წარდგენისა და მოთხოვნების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.sepikecloud.com/ => OUR JOURNAL =>English version.