ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური თანამშრომლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2017 წლის 23 აპრილს, 11:00-დან 18:00 საათამდე, სასტუმრო ,,თბილისი რუმს ჰოტელში“ (მ. კოსტავას ქუჩა N14) გაიმართება „მეგობრობის ფორუმი“.
აღნიშნულ ღონისძიებაზე აშშ-ის საელჩო წარმოადგენს საგანმანათლებლო, გაცვლით და საგრანტო პროგრამებს, როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, ასევე, მასწავლებლებისთვის და მეცნიერებისთვის.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სოციალურ გვერდზე: www.facebook.com/tbilisi.usembassy