11 აპრილს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტ“-მა (IDFI) გამოაცხადა ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის თემაზე - მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო.
კონკურსის თემაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, 2017 წლის 2 მაისს, 17:00, რესტორან “ლოლიტა”-ს საკონფერენციო დარბაზში (მის: ჭოველიძის N7, მე-III სართული) კონკურსანტებისთვის გაიმართება სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია არაუგვიანეს 2017 წლის 26 აპრილისა შემდეგ ლინკზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSds2-tjIXNCowXJGLoQ3HrGDiEfi0fU_k-43BOF3BZb4SiYnA/viewform
საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 21 მაისი.
I ადგილის გამარჯვებული სტუდენტი დაჯილდოვდება ტექნიკის მაღაზიის 1000 ლარიანი სასაჩუქრე ბარათით, II და III ადგილის მფლობელებს კი, გადაეცემათ სპეციალური პრიზები მდგრადი განვითარების მიზნების საერთაშორისო ფორუმზე.
იხილეთ განცხადება სრულად: https://idfi.ge/ge/pagel/competitionview/9/