იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი 2017 წლის 18 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით ატარებს შუალედურ წერებს .
შუალედური წერების განრიგი იხილეთ უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის ფეისბუქის გვერდზე : TelaviUni/ საგამოცდო ცენტრი.
შუალედური წერები ჩატარდება ბიბლიოთეკის შენობაში და განათლების ფაკულტეტზე, 22-ე აუდიტორიაში.
საგამოცდო ცენტრი გაცნობებთ, რომ მიმდინარე სასწავლო სემესტრის შუალედურ წერებზე, საგამოცდო დარბაზში, აკრძალულია მობილური ტელეფონის შეტანა. გთხოვთ, წერის დაწყებამდე მობილური ტელეფონი ჩააბაროთ საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელს. გამოცდის მიმდინარეობისას მობილური ტელეფონის აღმოჩენის შემთხვევაში, სტუდენტი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოხსნილი იქნება წერიდან.