2017 წლის 25 და 26 მარტს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება დებატების ტურნირი, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია- ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“, ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
აღნიშნული პროექტი 2016 წლის სექტემბრიდან ხორციელედება ოთხ საუნივერსიტეტო ქალაქში და პანკისის ხეობაში.
პროექტის მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტების გააქტიურება, არაფორმალური განათლების გზით; მათში კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების განვითარება; ლიდერობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და სტუდენტებს შორის თანამშრომლობის პროცესის ხელშეწყობა.
25 მარტს ჩატარდება ტურნირის შესარჩევი ტური. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს სულ 40 გუნდი, აქედან 10 გუნდი- თითო ქალაქიდან. 26 მარტს გაიმართება ფინალური ტური. ფინალში 40 გუნდიდან გავა 16 გუნდი. ტურნირში გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ასევე, 10 საუკეთეო მომხსენებლებს გადაეცემათ სხვდასხვა პრიზები.