იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას Elsevier-ის ვებინარის შესახებ

  Elsevier-ი გეპატიჟებათ ვებინარზე  Science Direct-ში, რომელიც დაგეგმილია 2016 წლის 2 ნოემბერს, დილის 10:30-დან 11:30-მდე.

  ვებინარის დროს მოხდება ელსევიერის Science Direct პლატფორმის წარმოდგენა და ონლაინ დემონსტრაცია.

  ვებინარის სამუშაო ენა არის ქართული.

  ვებინარის დროს შესაძლებელი იქნება კითხვების დასმა და სურვილისამებრ, ონლაინ რეჟიმში პლატფორმის სხვადასხვა შესაძლებლობის ჩვენება. 

     ScienceDirect-ი წარმოადგენს სამეცნიერო-ტექნიკური და სამედიცინო სრულტექსტიანი რეფერირებადი შინაარსის შეუდარებელ ინტერნეტ-რესურსს და მოიცავს სამეცნიეროპუბლიკაციების მსოფლიო ბაზრის მეოთხედს. რესურსი მოიცავს 14 მლნ პუბლიკაციას დაახლოებით 3,800 ჟურნალსა და 35,000-ზე მეტი დასახელების წიგნიდან. ScienceDirect-ი თავისიინტერაქტიული ელემენტებით, როგორებიცაა Microsoft აუდიო, ვიდეო, გრაფიკები, ცხრილები, სურათები და ასევე შემოთავაზებული ჩაშენებული ინსტრუმენტები, მხარს უჭერსგანათლებასა და მეცნიერებას, რათა მომხმარებელი მუდმივად ინფორმირებული იყოს კვლევების თანამედროვე ტენდენციებზე. მსოფლიოში წამყვან პლატფორმა ScienceDirect-იმომხმარებელს ასევე სთავაზობს დასაბეჭდათ მიღებულ სტატიებს, ელსევიერის ღია წვდომის ჟურნალებსა და ელსევიერის ჟურნალებიდან ღია წვდომის  სტატიებს. 

ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://attendee.gotowebinar.com/register/2415816540279543298

 
მნახველთა რაოდენობა: 6348
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.