ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი თესაუ-ს აკადემიური პერსონალისთვის:
ქვეყანა: ესპანეთი უნივერსიტეტი: სანტიაგო დე კომპოსტელა მიმართულებები: იხ. უნივერსიტეტის ბმულზე: https://www.usc.gal/en/usc/departaments მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე (5 დღე სამუშაო+2 დღე მგზავრობა)
მობილობის განხორციელების პერიოდი: 2026 წლის 1 თებერვალი - 2026 წლის 15 მაისი ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1.
აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
CV;
ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ;
სამოტივაციო წერილი.
აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას კომისიის წინაშე.
გასაუბრებაზე აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ პრეზენტაცია განსახორციელებელი აქტივობების შესახებ, ასევე, მოწვევის წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (მათი მიმართულების შესაბამისი დეპარტამენტიდან).
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 28 ნოემბერი.
თესაუს ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახური გისურვებთ წარმატებებს!


