მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ინოვაციები STEM განათლებაში.
კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებული საერთაშორისო კვლევითი პროექტის „STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის“ ფარგლებში ჩატარდება მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ინოვაციები STEM განათლებაში“.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია დარგის შესაბამის აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებს, STEAM საგნების მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორებს.
კონფერენცია მოიცავს პლენარულ მოხსენებებს, დარეგისტრირებულ მონაწილეთა სტენდურ მოხსენებებსა და ვორქშოფებს.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი აცხადებს თეზისების მიღებას.
საკონფერენციო მოხსენებები წარდგენილი უნდა იყოს შემდეგი მიმართულებების მიხედვით:
STEAM საგნების სწავლების საუკეთესო პრაქტიკა;
კვლევაზე დაფუძნებული სწავლება;
გრძელვადიან სასწავლო მიზნებზე ორიენტირებული სწავლება;
ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში;
არაფორმალური განათლება;
ინკლუზიური განათლება;
მდგრადი განვითარება სწავლებაში;
პედაგოგიური პრაქტიკისა და საჭიროებების კვლევა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ საინფორმაციო წერილში.