ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. გაეცანი კონფიდენციალობის პოლიტიკას აქ
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროფესიული გადამზადების მსურველთა საყურადღებოდ!

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“.

დაინტერესებულმა აპლიკანტმა გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია უნდა გაიაროს ვებ-გვერდზე: www.vet.emis.ge.

ვებ-გვერდზე რეგისტრაციის/ავტორიზაციის გავლის შემდეგ, აპლიკანტმა უნდა მონიშნოს „მომზადებისა და გადამზადების პროფესიული პროგრამები“, შემდეგ კი აირჩიოს „პროგრამების“ ფანჯარა და საძიებო სისტემაში მიუთითოს პროგრამის სახელწოდება - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“.

რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა 2024 წლის 27 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტის vocational@tesau.edu.ge საშუალებით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

პროგრამაზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 17 სექტემბერს და დასრულდება 26 სექტემბერს.

აპლიკანტების შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ მეილზე: vocational@tesau.edu.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 571 118 081.

 
მნახველთა რაოდენობა: 1806
 
 
 
 

    2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.
    Loading...