იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ!

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“.

  დაინტერესებულმა აპლიკანტმა გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია უნდა გაიაროს ვებ-გვერდზე: www.vet.emis.ge.

 ვებ-გვერდზე რეგისტრაციის/ავტორიზაციის გავლის შემდეგ, აპლიკანტმა უნდა მონიშნოს „მომზადებისა და გადამზადების პროფესიული პროგრამები“, შემდეგ კი აირჩიოს „პროგრამების“ ფანჯარა და საძიებო სისტემაში მიუთითოს პროგრამის სახელწოდება - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“.

 რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა 2024 წლის 27 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტის vocational@tesau.edu.ge საშუალებით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

პროგრამაზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 17 სექტემბერს და დასრულდება 26 სექტემბერს.

აპლიკანტების შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით.

 დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ მეილზე: vocational@tesau.edu.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 571 118 081.

 
მნახველთა რაოდენობა: 284
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.