იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2024-2025 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ( 60 კრედიტიანი) შემდეგი მიმართულებებით:

ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);

მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);

ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური);

ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური);

გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური);

ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური);

ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);

სპორტი (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.(დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

აპლიკანტთა რეგისტრაცია იწარმოებს  2024 წლის 2 სექტემბრიდან , თესაუ-ს პირველი კორპუსი, ოთახი № 407, 11:00 -დან 17:00 საათამდე  აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: განცხადება რექტორის სახელზე; (შეივსება ადგილზე); პირადობის მოწმობის ასლი/დედანთან ერთად/;უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი (დედანთანერთად) /ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი; (2024 წლის კურსდამთავრებულთათვის -  ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ);

2 ფოტოსურათი 3X4;სამხედრო ვალდებულების და მადასტურებელი დოკუმენტის ასლი გაწვევას დაქვემდებარებული ვაჟებისათვის; მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;

პროგრამაზე ჩარიცხვა:

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:

ა) მიმართულების და საფეხურის შესაბამისი საგნის კომპეტენციის დადასტურება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში;

ბ) იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა:

გამოცდა ჩატარდება წერილობითი ფორმით, ტესტირების სახით. ტესტები მოიცავს ორ ნაწილის: კითხვებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან და ზოგადი უნარების ტესტურ დავალებებს.

მისაღები გამოცდა შეფასდება მაქსიმუმ 100 ქულით. მისაღები გამოცდის კომპეტენციის მინიმალური ზღვარია 51 ქულა.  

მისაღები გამოცდა ჩატარდება წერითი ფორმით  თესაუს საგამოცდო ცენტრში, მისამართზე: ქართული უნივერსიტეტის ქუჩა №1.გამოცდის ხანგრძლივობაა 120 წუთი.

გამოცდის თარიღი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

დაფინანსება: პროგრამისთვის გამოყოფილია კვოტების გარკვეული რაოდენობა (სულ 50 ადგილი), რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 593 463 660, 599560082- ნათია გაბაშვილი. გისურვებთ წარმატებებს!

 
მნახველთა რაოდენობა: 1034