იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დაინტერესებული პირებისათვის

გაცნობებთ, რომ სსიპ ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან (SEU) თანამშრომლობით ახორციელებს ანტიკორუფციულ საზაფხულო სკოლას.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდული ფაკულტეტის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს და/ან კურსდამთავრებულებს.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები მიიღება 2024 წლის 23 ივლისიდან 2024 წლის 29 ივლისის ჩათვლით.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაფინანსდება მხოლოდ 20 მონაწილე. კომისია გასაუბრების საფუძველზე შეარჩევს საუკეთესო კონკურსანტს, მაღალი აკადემიური მოსწრების, უნარ-ჩვევების და სამოტივაციო წერილის გათვალისწინებით.

ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ტრენერები, ჩაატარებენ საჯარო ლექციებს/ტრენინგებს შემდეგ საკითხებზე:

· ანტიკორუფციული რეფორმა საქართველოში

· ადმინისტრაციული მართვის კულტურა: ევროპული პერსპექტივა და ქართული გამოწვევები

· პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა

· ეკონომიკური ინტერესების განცხადება და გამოქვეყნება/თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია

· ეთიკა და კეთილსინდისიერება

· მხილება საჯარო სამსახურში და გამოძიება

· ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და კორუფციული რისკების შეფასება

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://cutt.ly/UekmgoHw

ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლა არის 5 დღიანი და განხორციელდება ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

პროექტში რეგისტრაციის მიზნით, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://forms.gle/EaMqHjrvs2hR3AB88

პროექტთან დაკავშირებით, საკონტაქტო პირია, იურისტ-ანალიტიკოსი თინათინ ცინარიძე (ელ. ფოსტა ttsinaridze@acb.gov.ge საკონტაქტო ტელეფონი 591 513121).

 

 
მნახველთა რაოდენობა: 818
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.