იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტების საყურდაღებოდ!

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მისიაა საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ახალგაზრდებში ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში.

ამ მიზნების მისაღწევად, GITA ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს, მათ შორის ტექნოლოგიურ ბანაკებს მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარებას და მათი კარიერის ამავე მიმართულებით გაგრძელებას. პროგრამა მოიცავს შემდეგ ბანაკებს:

  • ხელოვნური ინტელექტის ბანაკი სტუდენტებისათვის - 6-12 აგვისტო იხ.ბმული: https://www.facebook.com/photo?bid=776724104633156&set=a.228197286152510
  • 2. აგრარული ტექნოლოგიების ბანაკი სტუდენტებისათვის - 6-12 აგვისტო იხ.ბმული: https://www.facebook.com/photo?bid=776642091308024&set=a.228197286152510
  • 3. ბიოტექნოლოგიების ბანაკი სტუდენტებისათვის - 6-12 აგვისტო იხ.ბმული: https://www.facebook.com/photo?bid=776598604645706&set=a.228197286152510
  • პროგრამის მიზანია მთელი საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებს მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ ცოდნა და გამოცდილება ამავე სფეროებში და შეძლონ იმუშაონ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე.
  • ბანაკი ტარდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women ერთობლივი ძალისხმევით, პროექტის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებისთვის’’ ფარგლებში, რომელიც საქართველოში დანიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამაში მონაწილეთა მიღება უკვე დაწყებულია და გრძელდება 20 ივლისამდე.
  • დამატებითი დეტალებისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს:
  • დეა ქართველიშვილი +995 599 513 133 dkartvelishvili@gita.gov.ge
 
მნახველთა რაოდენობა: 1181