იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტების, დოქტორებისა და ახალგაზრდა მეცნიერების საყურადღებოდ!

2024 წლის 9-14 სექტემბერს, პილონეთის რესპუბლიკის ქალაქ კატოვიცეში გაიმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კონკურსი "EU TalentOn 2024", რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 21-დან 35 წლამდე ასაკის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს შეიმუშავონ მსოფლიოს საკვანძო და მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების ახალი და კრეატიული მიდგომები.

ტრანსპორტირების, სასტუმროში განთავსების და კვების ხარჯი დაიფარება ევროკომისიის მიერ.

რეგისტრაციის საბოლოო ვადაა 2024 წლის 7 ივლისი.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://eutalenton2024.eu/

 
მნახველთა რაოდენობა: 19
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.