იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის და შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:

თანამდებობა: სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.

თანამდებობრივი სარგო: 1200 ლარი;

ადგილების რაოდენობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქ. N1.

 

ფუნქციები:

1.  სამსახურის უფროსს რექტორთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა), მის  უფლებამოსილებას ასრულებს სამსახურის მთავარი სპეციალისტი   

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე.

4. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამსახურს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

გ) ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი

მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ უნივერსიტეტის შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

დ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;

ე) წარუდგენს რექტორს/ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შიდა აუდიტის ან/და სამსახურებრივი შემოწმების პროგრამას დასამტკიცებლად;

ვ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნებს და რეკომენდაციებს;

ზ) რექტორს ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

ი)  რექტორს/ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმას ან/და სამსახურებრივი შემოწმების პროექტს;

კ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, რექტორის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მითითებების დაცვას, აგრეთვე სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს ;

ლ) გაწეული საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს რექტორს/ადმინისტრაციის ხელმძღვანელს  აკადემიურ/წარმომადგენლობით საბჭოს

მ) ასრულებს რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;

ნ) ახორციელებს ამ დებულებით, რექტორის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

 

მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება სამართლის, სოციალური მეცნიერებების (ეკონომიკა), ფინანსები, საჯარო მმართველობის, იურიდიული ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

 (სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი);
• სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
• კომპიუტერული (საოფისე) პროგრამები;

• უცხო ენა (სასურველია ინგლისური)
• სამუშაო გამოცდილება  არანაკლებ 1 წელი (
შიდა აუდიტის, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების, საფინანსო-ეკონომიკური ან იურიდიული მიმართულებით).

 

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • კრიზისულ სიტუაცებში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის კულტურა;

 

კანომდებლობის ცოდნა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • ,,საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებით დამტკიცებული „შიდა აუდიტის მეთოდოლოგია“;
  • საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული „შიდა აუდიტის სტანდარტები“;
  • ი) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი“;
  • აქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსი;
  • ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი;
  • საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის კოდექსი“;
  • ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ბრძ.#65/ნ;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძ. #99/ნ 2010 წლის 1 ოქტომბერი ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“.

თანამდებობა: სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

თანამდებობრივი სარგო: 620  ლარი;

ადგილების რაოდენობა: 2

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქ. N1.

 

 

ფუნქციები:

ა) ახორციელებს მონიტორინგს ლექცია–სემინარების, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების მიმდინარეობებზე ფაკულტეტების მიერ დამტკიცებული სასწავლო ცხრილების მიხედვით;

ბ) სასწავლო წლის სემესტრების მიხედვით აწარმოებს ფაკულტეტების მიერ სასწავლო

ცხრილებში გაწერილი სააუდიტორიო საათების (მეცადინეობების) შედარებას   ფაკულტეტების მიერ წარდგენილი პროფესორ–მასწავლებელთა სასწავლო დატვირთვის ფორმებთან და სასწავლო–სამუშაო გეგმებთან;

გ) ახორციელებს პერსონალის სამუშაოზე გამოცხადებისა და სამუშაო ადგილიდან გასვლის მონიტორინგს უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების შესაბამისად;

დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში, საჭიროების შემთხვევაში,

თანამშრომლისაგან ითხოვს ზეპირ ან წერილობით ინფორმაციას;

ე) წერილობით აფიქსირებს შემოწმების პროცესში გამოვლენილ დარღვევებს;

ვ) მონიტორინგის შედეგებს პერიოდულად, წერილობით ანგარიშის სახით წარადგენს

სამსახურის უფროსთან უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების შესაბამისად

 

მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება სამართლის, სოციალური მეცნიერებების (ეკონომიკა), ფინანსები, საჯარო მმართველობის, იურიდიული ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით

 (ბაკალავრი);
• სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
• კომპიუტერული (საოფისე) პროგრამები;

• უცხო ენა (სასურველია ინგლისური)
• სამუშაო გამოცდილება  არანაკლებ 6 თვე (
შიდა აუდიტის, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების, საფინანსო-ეკონომიკური ან იურიდიული მიმართულებით);



პიროვნული თვისებები:

·       ორგანიზებულობა;

·       პასუხისმგებლობა;

·       კომუნიკაბელურობა;

·       კრიზისულ სიტუაცებში მუშაობის უნარი;

·       გუნდური მუშაობის კულტურა;

 

კანომდებლობის ცოდნა:

•        საქართველოს კონსტიტუცია;

•        ,,საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ“;

•        საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“;

•        საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებით დამტკიცებული „შიდა აუდიტის მეთოდოლოგია“;

•        საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული „შიდა აუდიტის სტანდარტები“;

•        ი) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი“;

•        აქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსი;

•        •,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი;

•        საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის კოდექსი“;

•        ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ბრძ.#65/ნ;

•        საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძ. #99/ნ 2010 წლის 1 ოქტომბერი ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“.

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდა აუდიტის სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ #682776-17/06/2024

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1081