იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ტურიზმით დაინტერესებული პირებისათვის!

თუ ხართ დაინტერესებული დასაქმდეთ ტურიზმის სექტორში, აიმაღლოთ კვალიფიკაცია და მიიღოთ ახალი გამოცდილება დაესწარით საინფორმაციო შეხვედრას 7 ივლისს, 15:00 სთ-ზე, ჰოლიდეი ინნ თელავის საკონფერენციო სივრცეში (მისამართი: ქ. თელავი, რუსთაველის ქუჩა 2), სადაც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ) მოგიყვებათ მისი ახალი პროექტის შესახებ.

გაუ გეგმავს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით შექმნილი მოკლევადიანი პროგრამების განხორციელებას, რომლებიც ტურიზმის ინდუსტრიის საკვანძო მიმართულებებს დაფარავს და ხელმისაწვდომი იქნება თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში:

სასტუმროს მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსი (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი) სტრატეგიული ბრენდინგის და ტურიზმის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსი (თბილისი) ტურ-ოპერირების და MICE ტურიზმის სასერტიფიკაციო კურსი (თბილისი) ღვინის ტურიზმის (ენოტურიზმის) სასერთიფიკატო კურსი (თბილისი, თელავი) დასწრებისთვის აუცილებელია რეგისტრაცია.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე.

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით.

 
მნახველთა რაოდენობა: 481
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.