იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საყურადღებოდ!

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს.

კონკურსის თემატიკაა ანგარიშვალდებული უსაფრთხოების სექტორი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში.

გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან - ერთწლიანი სტიპენდიით, ანაზღაურებადი სტაჟირებით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტში - „უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური ზედამხედველობით“, სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) მიერ ორგანიზებულ უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სკოლის გაზაფხულის ნაკადში მონაწილეობითა და 1000 ლარის ფარგლებში სასწავლო/საგანმანათლებლო კურსის, ან კონფერენციაში მონაწილეობის დაფინანსებით.

ესეების კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტში.

ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზეც: https://irc.ge/index.php?m=166&news_id=157

 
მნახველთა რაოდენობა: 1766