იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამონაწილეობით, მესამედ მოიპოვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექ

საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს ქართველოლოგიური კვლევები, საქართველოს, განსაკუთრებით კი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიისა და კულტურის კვლევა, სკოლის თემატიკასთან სხვადასხვა ასპექტით დაკავშირებული საკითხები.

სკოლის სამუშაო პროგრამა საკმაოდ დატვირთულია, მოიცავს აფხაზეთის პოლიტიკური, კულტურული და ეკლესიის ისტორიის, ეთნოლოგიის, ეთნოლინგვისტიკის და სხვ. ძირითად სამეცნიერო-კვლევით თემატიკას ექვსი სასწავლო მოდულის მიხედვით (1. ტერმინები „აფხაზი“ და „აფხაზეთი“; 2. შუასაუკუნეებამდელი აფხაზეთი (აფხაზეთი უძველესი დროიდან შუა საუკუნეებამდე); 3. აფხაზეთი: „აფხაზთა სამეფოდან“ ოკუპირებულ ტერიტორიამდე; 4. ყოფა აფხაზეთში (ეთნოლოგიური ექსკურსი); 5. აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა; 6. აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში).

საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 01 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: abkhazia.school@manuscript.ge. შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2024 წლის 10 მარტისა.

სკოლის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ცენტრის საიტზე www.manuscript.ge / https://manuscript.ge/spring-school/. სკოლის ანონსი შეიძლება იხილოთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზეც.

Kirkland-Program_2024-EN.pdf

 
მნახველთა რაოდენობა: 1741