ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. გაეცანი კონფიდენციალობის პოლიტიკას აქ
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საჯარო სამართლის იურიდიული პირი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბ რ ძ ა ნ ე ბ ა სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2024 წლის 15 იანვარს აკადემიური თანამდებობის

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის და 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის N122/ნ-ე ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი №15)

„აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის“ შესახებ დებულების მე-4 მუხლის 4.2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ნათია გაბაშვილის სამსახურებრივი ბარათის (07/12/2023 წ; N1666176), აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის ლევან შავაძის სამსახურებრივი ბარათის (07/12/2023წ; N1665907), უნივერსიტეტის რექტორის 2023 წლის 08 დეკემბრის N1680447 ბრძანების და 2024 წლის 15 იანვარს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის კონკურსანტთა საბუთების მიმღები კომისიის თავმჯდომარის ქეთევან ხმალაძის სამსახურებრივი ბარათის (29/01/2024წ; N80870) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2024 წლის 15 იანვარს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მომდევნო ეტაპზე, დაშვებულ იქნან შემდეგი კონკურსანტები:

  1. განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი:
  2. პედაგოგიკის მიმართულებით: პროფესორის 2 (ორი) საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით დავით მახაშვილი ნინო მოდებაძე ასოცირებული პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეული (აფილირებული) 6 წლით შორენა ძამუკაშვილი მეთოდიკის მიმართულებით: პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით ნინო ნახუცრიშვილი
  3. აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი: აგრონომიის (ნიადაგმცოდნეობა) მიმართულება: პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით მანანა კევლიშვილი
  4. დაევალოს უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; 3.დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული პირებისთვის წინამდებარე ბრძანების სათანადო წესით გაცნობა;
  5. ბრძანების ასლი გადაეცეს უნივერსიტეტის ფაკულტეტებს;
  6. დაევალოს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურს ბრძანების ვებ-გვერდზე განთავსება;
  7. ბრძანებაძა ძალაშია ხელმოწესითანავე;
  8. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, თელავის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ.თელავი, დავით აღმაშენებლის გამზირი N41).
 
მნახველთა რაოდენობა: 2485
 
 
 
 

    2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.
    Loading...