იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში "France Excellence 2024" – განაცხადების მიღება დაწყებულია!

საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ სტიპენდია საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.

ქართველ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა საფრანგეთში, მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად მოიპოვონ დაფინანსება ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით უნივერსიტეტში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა 9 თებერვალს  15:00 საათზე მცირე სააქტო დარბაზში

პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებებია:

· განათლება

· სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია

· ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა

· ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები

· საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა

· ჰუმანიტარული მეცნიერებები

· სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია

· სამართალი

· მენეჯმენტი

· საჯარო მმართველობა.

იმისათვის, რომ შეძლოთ განაცხადის გაკეთება :

· დაინტერესებული უნდა იყოთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით

·უნდა ფლობდეთ ბაკალავრის ხარისხს, ან იმყოფებოდეთ დამამთავრებელ კურსზე

უნდა იყოთ მაქსიმუმ 30 წლის

·უნდა ფლობდეთ ფრანგულ ან ინგლისურ ენას (მინიმუმ B2 დონე), ფრანგული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 15.01.2024-დან 15.02.2024-ის ჩათვლით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე :

https://iec.gov.ge/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/2024-2025-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98/france-program-2024-2025

დაინტერესებულ პირები, პარალელურად, უნდა დარეგისტრირდნენ ,,Etudes en France"-ის პლატფორმაზე pastel.diplomatie.gouv.fr. ფრანგული უნივერსიტეტიდან ჩარიცხვის წერილის მოსაპოვებლად.

https://institutfrancais.ge/ka/about-us/events/swavla-safrangetshi-registracia-dawyebulia/?fbclid=IwAR2IGZ6cQsa4ZHEUiZ0-X8q0RpHm_UUMzcfFSqlE3OhN_GLvq61efEQe01M

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ნათია მსხალაძეს: natia.mskhaladze@institutfrancais.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 253
 
 
 
 
    2024 მარტი
    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.