იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ნატო-საქართველოს აკადემია ახალგაზრდებისთვის

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) იაკობ გოგებაშვილის
სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აცხადებს მიღებას 2
დღიან სასწავლო კურსზე - „ნატო-ს როლი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის
პროცესში და საქართველო“, რომელიც პროექტის „ნატოს-საქართველოს აკადემია
ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.

კურსი მიზნად ისახავს, სტუდენტებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ნატო-
საქართველოს ურთიერთობების შესახებ თეორიული ცოდნის გაღრმავებას. კურსის
ფარგლებში, სტუდენტებს ჩაუტარდებათ ლექცია/სემინარები ნატოს ისტორიაზე,
რეგიონალური და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, და ნატო-საქართველოს
თანამშრომლობის არსებულ მიღწევებსა და პერსპექტივებზე. 

ლექცია/სემინარებს გაუძღვება უსაფრთხოების ექსპერტი ნათია გვენეტაძე. 

კურსი გაიმართება 2023 წლის 11-12 დეკემბერს, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ მითითებულ ბმულზე მოცემული შემდეგი ფორმა და თან დაურთოთ თქვენი CV https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeVqHhf1kn71JBpj1lgUfk25oc2GK2LXp1w21poMh
o0Yoazlg/viewform?usp=sf_link

კურსის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. კურსის დროს გამოვლენილი საუკეთესო სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ 2 დღიან შემაჯამებელ ღონისძიებაში, რომელიც გაიმართება თბილისში, 2024 წლის იანვარში. ხარჯები სრულად იქნება გათვალისწინებული სასწავლო კურსის ფარგლებში.

,,ნატო-საქართველოს აკადემია ახალგაზრდებისთვის” ხორციელდება საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, რომელიც საქართველოში რუმინეთის საელჩოსთან ერთად ასრულებს ნატოს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციას.

 
მნახველთა რაოდენობა: 2441
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.