იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ში ტრენინგი „ტოპ-მოთხოვნადი უნარების განვითარება“ ჩატარდება
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერური ზრდისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, FLEX Alumni გრანტის ფარგლებში, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, ორგანიზაცია MinDoor-ის მიერ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება ტრენინგი "ტოპ-მოთხოვნადი უნარების განვითარება".
შეხვედრას გახსნის კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბატონი გიორგი ალადაშვილი და მისასალმებელი სიტყვით მიმართავს სტუდენტებს. პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს უკეთ დაგეგმონ საკუთარი კარიერული მიზნები, შეაფასონ საკუთარი რესურსები და დასახონ მიზნის მიღწევის საუკეთესო და თანამედროვე გზები.
ტრენინგზე რეგისტრაცია შეუძლია თელავის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ყველა სტუდენტს. იხილეთ სარეგისტრაციო ლინკი: https://forms.gle/hWSJW1DZd1PqEWhP7
ინტერაქტიული ტრენინგი დაიწყება 16 ნოემბერს, 13 საათზე თელავის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში.
ლინკზე რეგისტრაცია შესაძლებელია 13 ნოემბრის ჩათვლით. გათვალისწინებულია შესვენება და ლანჩი. მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები. ადგილები შეზღუდულია.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება სარეგისტრაციო ბმულის მეშვეობით. ტრენინგი თეორიულ ცოდნასთან ერთად დახუნძლული იქნება პრაქტიკული სახალისო აქტივობებით და სავარჯიშოებით, სადაც სტუდენტები სამომავლოდ გაწერენ თავიანთი განვითარების გეგმებსა და ამოცანებს, რასაც საუკეთესო მოსწრების მქონე ახალგაზრდები 6 თვიანი მენტორობის პროგრამით დაასრულებენ ამერიკის კურსდამთავრებულ სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად.
FLEX Alumni-ები ნახევარი წლის მანძილზე პროფესიულ და კარიერულ მხარდაჭერას გაუწევენ შერჩეულ წარჩინებულ ახალგაზრდებს.
გელოდებით 16 ნოემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში!
 
მნახველთა რაოდენობა: 2801
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.