იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
გამოცხადდა სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო კონკური ,,შავი ზღვის მეცნიერება 2024“

გიწვევთ სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო კონკურსში ,,შავი ზღვის მეცნიერება 2024”, რომელიც ტარდება ოდესის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინიციატივით.

საერთაშორისო კონკურსი ტარდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და სტუდენტების სამეცნიერო კვლევებში მოზიდვის მიზნით.

სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო კონკურსი ,,შავი ზღვის მეცნიერება 2024“ ტარდება შემდეგ მიმართულებებში:

1. კვების მეცნიერება და ტექნოლოგია;

2. ეკონომიკა და ადმინისტრირება;

3. საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავტომატიზაცია და რობოტიკა;

4. ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა;

5. ეკოლოგია და გარემოს დაცვა;

6. ტურიზმი, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი;

ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იყოს 2024 წლის 1 თებერვლამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://isc.ontu.edu.ua/

 
მნახველთა რაოდენობა: 1604