იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტების საყურადღებოდ!

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტო სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას ატარებს.

კონფერენციის თემაა  „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და მიდგომები“.

კონფერენციაში მონაწილეობა უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.

კონფერენციის თემატური მიმართულებებია:

ბალნეოლოგიური, ველნეს და სპა კურორტები;

სამთო-სათხილამურო და კლიმატური კურორტები; ზღვის და ტბის კურორტები;

განათლება ჯანმრთელობის ტურიზმისა და კურორტების მიმართულებით;

ინოვაციური მიდგომები კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების სფეროში.

კონფერენციის თეზისები უნდა პასუხობდეს კონფერენციის თემას და მომზადებული იყოს ქვემოთ მოცემული მოთხოვნების შესაბამისად:

თეზისის დამუშავება და კონფერენციის თემის წარდგენა სტუდენტს შეეძლება ინდივიდუალურად.

სტუდენტი ირჩევს ხელმძღვანელს, რომელიც დაეხმარება საკონფერენციო თემის სახელწოდების შერჩევასა და მის დამუშავებაში.

თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვას და წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის (word) ფაილში; ფონტები - sylfaen; ფონტის ზომა - 11 (სათაურებისთვის დასაშვებია ფონტის ზომა გაიზარდოს 12-მდე); მანძილი სტრიქონებს შორის 1.5;

თეზისების ძირითად ტექსტში არ გამოიყენება ფოტოები/გრაფიკები/ცხრილები (საჭიროების შემთხვევაში, ფოტოები/გრაფიკები/ცხრილები წარდგენილი უნდა იყოს დანართის სახით).

თეზისები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: უმაღლესი სასწავლებლის დასახელება თემის დასახელება ავტორის სრული სახელი და გვარი სწავლების საფეხური ხელმძღვანელის სახელი, გვარი და აკადემიური ხარისხი ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. ფოსტა) თეზისი (ძირითადი ტექსტი). 

თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 3 ნოემბერი, 18:00 საათი. კონფერენციის თეზისები უნდა გაიგზავნოს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ელ.ფოსტაზე info@resorts.gov.ge ელ.ფოსტის საგანში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს კონფერენციის დასახელება. კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული ენა.

სპეციალურად შერჩეული ჟიურის მიერ გამოვლინდება 15 საუკეთესო თეზისი. თეზისი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

თემის აქტუალურობა კვლევის კომპონენტი თემის ინოვაციურობა საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვა დასკვნები და რეკომენდაციები.

15 საუკეთესო თეზისი დაიბეჭდება კონფერენციისთვის შექმნილ სპეციალურ სახელმძღვანელოში.

დასკვნით ეტაპზე, 2023 წლის 17 ნოემბერს, ჩატარდება კონფერენცია და 15 საუკეთესო თეზისის ავტორი წარდგება ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე.  

გამოვლინდება I, II და III ადგილზე გასული სტუდენტი, რომელიც დაჯილდოვდება სპეციალური პრიზებით.

I - ადგილზე გასული სტუდენტი დაჯილდოვდება კომპიუტერით (ლეფტოპით) და მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციაში „კურორტების მდგრადი განვითარება: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“ – „Resorts Sustainable Development: Emerging Trends and Challenges”, რომელიც სააგენტოს ორგანიზებით 2023 წლის 7 დეკემბერს გაიმართება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ.

ელ.ფოსტა: info@resorts.gov.ge ტელ.: 599 462 687

 
მნახველთა რაოდენობა: 2090
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.